სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

მომდევნო კვირას დიდი 10 განახლდება და 2020 წელს პირველი მატჩები გაიმართება.
დღეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და ხვალიდან გუნდებს ახალი მოთამაშეების დამატება აღარ შეეძლებათ.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდი კარგად გამოიყენა "ყოჩებმა" და მათ განაცხადში რვა ახალ მორაგბეს ვხედავთ.
მათგან გამოსარჩევი "ბორჯღალოსანი" მარჯვენა ბურჯის ანტონ ფეიქრიშვილის დამატებაა. 32 წლის პირველხაზელს "კასტრში", "ბრივში", "კარდიფ ბლუზში", "მონ-დე-მარსანში" და "აჟენში" უთამაშია. მან მიმდინარე სეზონი სწორედ "აჟენის" რიგებში, სამედიცინო ჯოკრის სტატუსით დაიწყო და 3 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. საქართველოს ნაკრებში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა, 2018 წლამდე 27 კეპი მოიხვეჭა და 7 ლელო დადო. მან 2015 წლის მსოფლიო თასზე ერთი შეხვედრა ჩაატარა, 2018 წელს კი "ბარბაროსების" რიგებში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.
"ყოჩებში" ითამაშებს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ფულბექი თეიმურაზ ჭიჭინაძე, რომელმაც 2018 და 2019 წლების მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე 7 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელოს დადება მოახერხა. ის "ორიაკის" ესპუარებში ასპარეზობდა.
ბოლნისის სახელით მოთამაშე კლუბს ასევე საფრანგეთიდან შეუერთდა 19 წლის მესამეხაზელი რატი მიქაუტაძე, რომელიც გასულ სეზონში "ბეზანსონში" ასპარეზობდა, ხოლო მიმდინარე სეზონი "მერინიაკში" დაიწყო.
გარდა ამისა, "ყოჩების" განაცხადში გამოჩნდნენ: გიორგი სოსელია, გიორგი გოგიაშვილი, ნიკოლოზ ნეფარიძე, ნოდარ ხელაძე და ზურაბ რიჟამაძე.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.