პორტუგალიის ნაკრები რუმინეთთან მატჩისთვის ლეგიონერებით გაძლიერდა

პორტუგალიის ნაკრები რუმინეთთან მატჩისთვის ლეგიონერებით გაძლიერდა

პორტუგალიის ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული დაბრუნება გამოუვიდა და შაბათს შინ ბელგიას 23:17 სძლიეს.

"მგლებს" მეორე ტურში უფრო სერიოზული გამოცდა ელით: შაბათს თბილისის დროით 19 საათზე ლისაბონში რუმინეთის ნაკრებს დაუხვდებიან. პატრის ლაჟისკიუეს შეგირდები ამ შეხვედრისთვის სერიოზულად ემზადებიან და "მუხებთან" მატჩის წინ, მათ რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს, მათ შორის ოთხი ლეგიონერი, რომლებიც საფრანგეთში ასპარეზობენ. მათგან პირველ რიგში გამოსაყოფია "კლერმონის" კვაჭის მაიკ ტაჯერის გამოძახება. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, ესენი არიან: "ბეზიეს" ძირითადი ბურჯი ფრანცისკო ფერნანდესი. "მონტობანის" მეორეხაზელი ჟან სოუზა (9 მატჩიდან, 7 სასტარტოში წლევანდელ პრ დ2-ში), შუამარბი ჟოზე ლიმა, რომელსაც წელს არ უთამაში, მაგრამ შარშან "კარკასონში" იყო, იქამდე "ოიონაში" და "ნარბონაში" და პრო დ2-ში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს - 99 მატჩი, 20 ლელო.

რაც შეეხება სხვა მორაგბეებს, რომლებიც ბელგიასთან მატჩისთვის იყვნენ გამოძახებულნი. მათგან კიდევ ოთხი მორაგბე თამაშობს საფრანგეთში, ოღონდ ფედერალ 1-ში. თითო მოთამაშე ურუგვაულ, ესპანურ და ინგლისურ კლუბებში ირიცხებიან, ხოლო დანარჩენი ყველა მორაგბე პორტუგალიის ჩემპიონატში ასპარეზობს. ადგილობრივი ჩემპიონატიდან გამოძახებული მოთამაშეების უმრავლესობა ძალზე ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეა. პორტუგალიელებს საკმაოდ კარგი 20-წლამდელთა ნაკრები ჰყავთ, რისი დასტურიც 2019 წლის 20-წლამდელთა ალაფაზე თამაშია, როდესაც მათ ტონგა (40:3) და კანადა (49:21) გაანადგურეს, ფინალში კი იაპონიასთან მხოლოდ ერთქულიანი სხვაობით 34:35 წააგეს.

რუმინეთთან მატჩისთვის გაფართოებულ განაცხადში, 20-წლამდელთა ნაკრებიდან ფიგურირებენ: 20 წლის შუამარბი როდრიგო მარტა, 19 წლის ცხრა ნომერი პედრო ლუკასი, 18 წლის მეორეხაზელი ჟოზე მადეირა, 20 წლის კვაჭი როდრიგო ბენტო და 20 წლის ბურჯი დავიდ კოსტა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)