სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon sport
ნიკა ამაშუკელის და ზოგადად ქართველი მსაჯების წარმატებული სვლა გრძელდება. შაბათს 20-წლამდელთა 6 ერის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები ინგლისს დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 24:29 დამარცხდა.
ასეთი დონის მატჩში სწორედ ქართველებს ანდეს მსაჯობა, რაც 20-წლამდელთა 6 ერში უკვე მეორედ მოხდა. შარშან ინგლისი - იტალიაზე მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახლდათ, ხოლო კიდეებიდან შოთა თევზაძე და თორნიკე გვირჯიშვილი ეხმარებოდნენ. იმ მატჩში ნიკამ ძალიან მაღალ დონეზე იმსაჯა და კურიოზული შემთხვევაც მოუვიდა: ერთ-ერთი იტალიელი მორაგბე პირველ ტაიმში შეეჯახა, რა დროსაც ახალგაზრდა მსაჯს წარბი გაუსკდა და 10 წუთით შოთა თევზაძემ შეცვალა, შემდეგ კი მოედანს დაუბრუნდა. შემდგომ, უცხოურ პრესაში აღნიშნავდნენ, რომ ამაშუკელი იყო პირველი მსაჯი, რომელიც სისხლზე შეცვლის შემდეგ, სამსაჯოდ დაბრუნდა.
ნიკას მაღალ დონეზე მსაჯობა დაუფასდა და წელს 20-წლამდელთა 6 ერში მსაჯობა კვლავ ანდეს, თანაც უკვე ორ თამაშში. ამჯერად, მისი ასისტენტები საბა აბულაშვილი და ირაკლი ჭანუყვაძე იყვნენ. დანარჩენს კი თავად ამაშუკელისგან გაიგებთ, რომელსაც Myrugby.Ge დაუკავშირდა და ვრცელი კომენტარი ჩაწერა.
მატჩის და სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროს შესახებ
"საოცარი ატმოსფერო იყო, ნებისმიერი რაგბის მოყვარული რომ იოცნებებს ისეთი. ზოგადად ფრანგული სტადიონები ცნობილია თავისი აგრესიული გულშემატკივრებით, ხმაურიანი ატმოსფეროთი. ცდილობენ მსაჯსა თუ მოწინააღმდეგეს დიდი წნეხი შესთავაზონ და ეს შეუდარებელ ატმოსფეროს ქმნის მოედანზე. მეტოქე თუ ინგლისია ეს ყველაფერი ათმაგად იმატებს. მომენტებში ისეთი ხმაური იყო უბრალოდ არაფერი ისმოდა. მეტი რა უნდა ინატრო რაგბის მოყვარულმა ადამიანმა? არც არაფერი.
თამაშს რაც შეეხება, იყო ძალიან ფიზიკური, დაძაბული, ნამდვილი სარაგბო ჯახი. იმდენად მაღალი დონის მოთამაშეები არიან ძნელად დაიჯერებ რომ 18-19 წლისების არიან. თამაშის შუა წელში ფრანგებს ორი შეცდომა ორ ლელოდ დაუჯდათ. მერე კარგად დაბრუნდნენ თამაშში და 24-24 ზე ბოლოს მაინც ლელო გაუშვეს. ნამდვილი სარაგბო თრილერი იყო", - შთაბეჭდილებების ქვეშაა ქართველი მსაჯი.
საკუთარ მსაჯობაზე
"შეფასება ჯერ არ ყოფილა რადგან, ვერც მე და ვერც ჩემმა მასწავლებელმა დევიდ მაქიუმ ვერ მოვახერხეთ მატჩის ყურება. ერთი შეხედვით რაც მახსოვს, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ძალიან რთული თამაში იყო და ვფიქრობ მე და ჩემმა გუნდმა თავი კარგად გავართვით. წნეხს მოვერიეთ და ძალიან ახლო ანგარიშის დროს, ჩვენი გადაწყვეტილებები ქულებზე არ ასახულა, რაც ასეთ მატჩებზე ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე კარგად დავიცავით თანმიმდევრულობა და ორივე გუნდი თანაბარ პირობებში თამაშობდა. თამაშის მერე ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ასევე იყვნენ რაგბი ევროპის წარმომადგენლები და მითხრეს, რომ ძალიან გაუხარდათ, როდესაც მათ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნის მსაჯი ასეთ პრინციპულ მატჩს ემსახურებოდა", - ამბობს ნიკა.

ფოტოზე: ნიკა ამაშუკელი და საბა აბულაშვილი შაბათის მატჩში (© Icon sport)
უახლოეს განრიგებზე/გეგმებზე
"შემდეგი მატჩი მალევე მაქვს, მომავალ პარასკევს, კვლავ 20-წლამდელთა 6 ერში: ირლანდია შინ ჩვენს მომავალ მეტოქეს უელსელს დაუხვდება. ესეც საკმაოდ პრინციპული მატჩია. შემდგომ ერთი კვირა ირლანდიაში დავრჩები და მოვემზადები პრო 14-ში დებიუტისთვის: მანსტერი - კინგსი. ამის შემდეგ კი, 21 თებერვალს რაგბი ევროპაზე რუმინეთი-ესპანეთს ვიმსაჯებ. შემდგომ ცოტა დასვენება არ მაწყენდა (იცინის). მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს კეთილი სურვილებისთვის. ნამდვილად ვაფასებ მათ მხარდაჭერას" - განაცხადა ამაშუკელმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩელენჯ თასზე ხუთ მატჩში იმსაჯა.
იხილეთ საფრანგეთის და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებების მატჩის მიმოხილვა, რომელშიც ქართველებმა იმსაჯეს.
[type="video" id="461"]
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.