მილტონ ჰეიგიმეორე ტაიმში ქართველებისთვის დამახასიათებელი მებრძოლი სული ვაჩვენეთ

მილტონ ჰეიგიმეორე ტაიმში ქართველებისთვის დამახასიათებელი მებრძოლი სული ვაჩვენეთ

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო 43:14 დაამარცხა.

მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთეს "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა.

"მეორე ტაიმში ჩვენი შერკინება კარგად გამოიყურებოდა, ეს ის კომპონენტია, სადაც საქართველო ნამდვილად ძლიერია და მიმაჩნია, რომ თუ მომავალ თამაშებში წარმატების მიღწევა გვინდა, სწორედ ამ კომპონენტს უნდა დავეყრდნოთ.

თამაშში ძალიან გვიან ჩავერთეთ, მოხარული ვარ იმ დამოკიდებულების გამო, რაც თამაშში დასაბრუნებლად ვაჩვენეთ მეორე ტაიმში. გული ყველაზე მეტად იმაზე მწყდება, რომ უელსელებმა დასაწყისში ძალიან მარტივად მოახერხეს ლელოების დადება, ისე რომ ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებიათ", - განაცხადა ნარიაშვილმა.

"პირველ ტაიმში ამდენი შეცდომის შემდეგ ძალიან რთულია 29 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა. უელსელები ძალიან კარგად კითხულობენ მეტოქის სისუსტეებს და დღეს ამის გაკეთება ძალიან კარგად გამოუვიდათ.

ვფიქრობ მეორე ტაიმში ბევრად უკეთ ვითამაშეთ და ქართველებისთვის ის ჩვეული მებრძოლი სული ვაჩვენეთ, რომლითაც ცნობილები ვართ. მოხარული ვარ იმით თუ როგორ ჩავერთეთ მეორე ტაიმში"- თქვა მილტონ ჰეიგმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 29 სექტემბერს ურუგვაის დაუპირისპირდება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)