სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

23 წლის ინგლისელმა მორაგბემ ჯონი უილიამსმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდა.
ახალგაზრდა უკანახაზელმა ქიმიური თერაპიის საბოლოო კურსის გაკეთებიდან ოთხ თვეში შეძლო თამაში.
უილიამსს უკანასკნელად ნათამაშები ივნისში, ინგლისის ნაკრებში რიგებში ჰქონდა, როდესაც "წითელმა ვარდებმა" "თვიქნემზე" "ბარბაროსები" 51:43 დაამარცხეს, ხოლო უილიამსმა ლელოს დადება მოახერხა. სამწუხაროდ, მას მსოფლიო თასის ყურება საავადმყოფოდან მოუწია, თუმცა ნოემბერში მკურნალობა წარმატებით დაასრულა და "ნიუკასლ ფალკონსს" დაუბრუნდა, ხოლო შაბათს რაგბს სრულფასოვნად დაუბრუნდა და "დონკასტერთან" მოგებულ (34:10) მატჩში ითამაშა კიდეც.
"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ის გამოჯანმრთელდა და დაძლია ეს სირთულე. ის ძალიან ბედნიერია, რომ კვლავ რაგბის მოედანზე შეუძლია გასვლა. კლუბისთვის ძალიან კარგია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე დაუბრუნდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჯონი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება, მას შემდგომ, რაც ძალიან რთული პერიოდი გამოიარა" , - განაცხადა "ნიუკასლის" ბოსმა დენ რიჩარდსმა.
გეტყვით, რომ "ნიუკასლი" პრემიერშიპიდან შარშან გავარდა და წელს ჩემპიონშიპში, რვა ტურის შემდეგ ამდენივე მოგება აქვს. მათ 37 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარს, "ქორნიშ პირატსს" 8 ქულით უსწრებენ. ცნობისთვის, ჩემპიონშიპიდან პრემიერშიპში მხოლოდ პირველადგილოსანი გადადის.
23 წლის შუამარბი კი, "ნიუკასლს" 2018 წელს "ლონდონ აირიშიდან შეუერთდა და 17 მატჩში 5 ლელო დადო. მან ითამაშა 2016 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც და 5 მატჩში 3 ლელო გაიტანა, ხოლო ინგლისის ნაკრების კვართი ერთხელ, ზემოხსენებულ "ბარბაროსებთან" მატჩში მოირგო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.