სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

უკვე გითხარით, რომ "მსოფლიო რაგბიმ" 2020 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფების განაწილების პრინციპი ოფიციალურად შეცვალა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უფრო რთულ ჯგუფში აღმოჩნდა, ვიდრე ძველი განაწილების მიხედვით იქნებოდა.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები B ჯგუფში ითამაშებს და მისი მეტოქეები ახალი ზელანდია, ავსტრალია და უელსი იქნებიან.
ტურნირი იტალიაში 28 ივნისს დაიწყება და 18 ივლისამდე გაგრძელდება, ხოლო მასპინძელი ქალაქები კალვიზანო, ვერონა, ვიადანა და პარმა იქნებიან.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პირველ შეხვედრას 28 ივნისს, ქალაქ ვერონაში ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. "უმცროსი ბორჯღალოსნები" მეორე ტურშიც ვერონაში ითამაშებენ და 3 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე უელსს შეერკინებიან, ხოლო 8 ივლისს ქალაქ ვიადანაში 18 საათზე ახალ ზელანდიას ვეთამაშებით.
პლეი-ოფების მატჩები 13 და 18 ივლისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ტურნირზე, გუნდები მატჩიდან მატჩამდე, ოთხის ნაცვლად, ხუთი დღე დაისვენებენ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.