სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ინგლისმა დღეს ტონგა 35:3 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ინგლისის მთავარმა მწვრთნელმა.
ედი ჯოუნსი მატჩის შემდეგ, კმაყოფილი იყო თავისი გუნდის მოთმინების და ბონუს ქულით გამარჯვების გამო.
"მოხარული ვარ, რომ ბონუს ქულით გავიმარჯვეთ, გუნდს მოვუწოდე, რომ მოთმინებით ყოფილიყვნენ და დღევანდელ მატჩში ყველაზე მეტად სწორედ მოთმინება მომეწონა. მთელი თამაში ვაგრძელებდით მეტოქეზე წნეხს, რამაც შედეგი ბოლოში გამოიღო, ეს კი იმის ნიშანია, რომ კარგი გუნდი გვყავს.
ერთადერთი რამ, რაზეც ახლა ვფიქრობთმ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თამაშია. აქამდე რამდენიმე მსოფლიო თასზე ვარ ნამყოფი და ეს 100 მეტრიანი სპრინტი არ არის. აუცილებელი არ არის ფანტასტიური სტარტი გქონდეს, საჭიროა იყო სტაბილური და მუდმივად დახვეწისკენ ისწრაფოდე. ეს კი ის არის, რაც ჩვენ გვაქვს. გუნდი თავს კარგად გრძნობს, სასიამოვნოა, რომ ბონუს ქულა მოვიპოვეთ და კარგი ხასიათი შევიქმენით".
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.