საქართველოს ნაკრების განაცხადში ცვლილებები მოხდა

საქართველოს ნაკრების განაცხადში ცვლილებები მოხდა

საქართველოს ნაკრების განაცხადში რამდენიმე ცვლილება მოხდა.

დღეს "ბორჯღალოსნებმა" შემოდგომის ტესტებისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულეს და საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც 21 ოქტომბრამდე დარჩებიან, შემდეგ კი გეზს ედინბურგისკენ აიღებენ, სადაც 23 ოქტომბერს შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ჩემპიონატში და უკლუბოდ მყოფ მოთამაშეებს საფრანგეთში მოასპარეზე ლეგიონერები მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის მიხედვით, სამი დღით შეუერთდებიან.

რაც შეეხება ცვლილებებს, გაძახებულნი არიან 20-წლამდელთა ნაკრების ორი ყოფილი მორაგბე: "ბიარიცის" ბურჯი ლუკა აზარიაშვილი და "ლელო სარასენსის" ჰავბექი გიორგი მარგალიტაძე. ახალი ბურჯის დამატება ბექა გიგაშვილის და ლევან ჩილაჩავას ტრავმებმა განაპირობა, ხოლო კიდევ ერთი ცხრა ნომრის გამოძახება მიხეილ ალანიას "ორიაკში" დატოვების გამო მოხდა. ლევან მაისაშვილის თქმით, შემოდგომის ერთა თასის დაწყებამდე კლუბში მინიმუმ 5 მატჩი ელის და სათამაშო პრაქტიკის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე "ორიაკისთვის" დათმობა გადაწყვიტეს. ასევე ტრავმების გამო არ იქნებიან კოტე მიქაუტაძე და დავით გიგაური.

შოტლანდიასთან და რუსეთთან მატჩებისთვის გაფართოებული განაცხადი ასე გამოიყურება:

შერკინება

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (61 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (14 კეპი, 5 ქულა), ლექსო ყაულაშვილი, შალვა მამუკაშვილი (74 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (58 კეპი, 20 ქულა), გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი მელიქიძე (19 კეპი, 5 ქულა), ლუკა აზარიაშვილი;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (25 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (2 კეპი), გიორგი ჯავახია (1 კეპი);

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (27 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (12 კეპი, 5 ქულა), ოთარ გიორგაძე (25 კეპი, 25 ქულა), გიორგი თხილაიშვილი (57 კეპი, 60 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი), იოანე იაშაღაშვილი;

ხაზი

9: ვასილ ლობჟანიძე (51 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (25 კეპი, 24 ქულა), გიორგი მარგალიტაძე;

10: თედო აბჟანდაძე (15 კეპი, 102 ქულა), ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (66 კეპი, 62 ქულა), გიორგი კვესელაძე (24 კეპი, 20 ქულა), თამაზ მჭედლიძე (57 კეპი, 35 ქულა), დემე თაფლაძე (2კეპი, 5 ქულა);

11-14: აკაკი ტაბუცაძე (2 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (85 კეპი, 70 ქულა), ზურაბ ძნელაძე (11 კეპი, 15 ქულა), სანდრო სვანიძე;

15: სოსო მათიაშვილი (27 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"