მიხეილ ალანიას ლელო პრო დ2ის ტურის საუკეთესო ლელოდ დასახელდა VIDEO

მიხეილ ალანიას ლელო პრო დ2ის ტურის საუკეთესო ლელოდ დასახელდა VIDEO

პრო დ2-ის ოფიციალურმა იუთუბ გვერდმა გათამაშების მეოთხე ტურის ხუთი საუკეთესო ლელო გამოავლინა. ტურის საუკეთესო ლელოდ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ცხრა ნომრის მიხეილ ალანიას ლელო დასახელდა, რომელიც "მონტობანს" დაუდო და საკუთარ გუნდს გამარჯვება გაუფორმა (20:11).

ალანიას "ორიაკის" ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა. ის მინდორზე 52-ე წუთზე გამოჩნდა და 77-ე წუთზე საკუთარი გუნდის მიერ 22-მეტრიანიდან წამოწყებული იერიში ჩინებული ლელოთი დააგვირგვინა. ალანია თანაგუნდელებს მიჰყვა, რომელსაც ბურთი ფულბექმა თომას ვინსენმა ამოუგდო, შემდეგ კი ახალგაზრდა ქართველმა 40 მეტრი გაირბინა და საკუთარი გუნდის რიგებიდან ერთადერთი ლელო დადო.

[type="video" id="1031"]

ასევე იხილეთ - დებიუტი, ლელო და სიმბოლური - მიხეილ ალანიას შესანიშნავი დასაწყისი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"