ბოლნისის ყოჩების სატრანსფერო სიახლეები

ბოლნისის ყოჩების სატრანსფერო სიახლეები

დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონის დაწყებამდე, გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბარს განვაგრძობთ.

ამჯერად, ბოლნისის "ყოჩების" მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ. საქართველოს 3-გზის ჩემპიონის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერო "ბორჯღალოსანი" გიორგი ბეგაძის (67 კეპი) დამატებაა, რომელიც "ლოკომოტივში" და "ჯიქში" ასპარეზობის შემდეგ, მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ასევე საინტერესო ტრანსფერია საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფრთის კოტე მარჯანიშვილის დამატება, რომელიც ბოლოს ასევე "ჯიქში" თამაშობდა. გუნდიდან წასული მორაგბეებიდან, გამოსარჩევია ლადო მიმინოშვილის რუმინეთში გადასვლა, რომელიც ბუქარესტის "დინამოში" იჯარით წავიდა და პლეი-ოფში ლელოს დადებაც მოასწრო.

"ყოჩების" ტრანსფერები:

მოვიდნენ: გიორგი ბეგაძე (ჰავბექი, "ჯიქი"), კოტე მარჯანიშვილი (ფრთა, "ჯიქი"), ზურაბ ფრუიძე (მესამე ხაზი, "ხულიგანა"), ნიკოლოზ სამხარაძე (შუამარბი, "არმაზი"), გიორგი მაზნიაშვილი (I ხაზი, "ყოჩების" "ა" ლიგის გუნდიდან დაწინაურდა), რომან მახათაძე (მგეზავი, "ყოჩების" "ა" ლიგის გუნდიდან დაწინაურდა);

წავიდნენ: ლადო მიმინოშვილი (ფრთა, ბუქარესტის "დინამო", იჯარა), ანტონ ცილიკური (პირველი ხაზი, "ჯიქი"), რატი გარუჩავა (შუამარბი, "ვეფხვები", იჯარა), ნიკა დიღმელაშვილი (ფრთა/შუამარბი, "ვეფხვები"), რატი მიქაუტაძე (ბურჯი/მესამე ხაზი, "იუნკერები");

"ყოჩები" დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონში "ბ" ჯგუფში "ბათუმთან", "აიასთან", "ჯიქთან", "არესთან" და "არმაზთან" ერთად ითამაშებს. ისინი პირველ მატჩს 9 ოქტომბერს, შინ "ჯიქის" წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"