ლოკომოტივი - შავი ლომი 11:27 (VIDEO)

ლოკომოტივი - შავი ლომი 11:27 (VIDEO)

"შავმა ლომმა" შაბათს რაგბი ევროპის სუპერ თასზე მეორე შეხვედრა ჩაატარა და პირველის მსგავსად, ამჯერადაც ბონუსით იმარჯვა.

პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა პენზაში რუსეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმა. პირველ ნახევარში მასპინძლებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, რასაც ქართველებმა სამი ლელოთი და ერთი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს - ლელოები შალვა მამუკაშვილმა, დავით გიგაურმა და გიორგი ბაბუნაშვილმა დადეს. ამ უკანასკნელმა ასევე ორი გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა. ტაიმი 6:22 დასრულდა. მეორე ნახევარში კი გუნდებმა თითო ლელო მიითვალეს. ჯერ მასპინძლებმა შეძლეს სხვაობის შემცირება, მატჩის მიწურულს კი ბონუსის მომტანი ლელო გოგა ხუროშვილმა მიითვალა - 11:27.

"ლოკომოტივის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ჭყოიძე, ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი და ნიკოლოზ ცირეკიძე, ხოლო რევაზ ბროძელი თამაშში შეცვლიდან ჩაერთო. 

მომდევნო მატჩში "შავი ლომი" 30 ოქტომბერს სოჭში "ენისეის" შეერკინება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"