შავი ლომი - თელ-ავივ ჰითი 33:10 (VIDEO)

შავი ლომი - თელ-ავივ ჰითი 33:10 (VIDEO)

© გოგიტა ბუხაიძე

პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა "შავმა ლომმა" შაბათს სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ავჭალის სტადიონზე ასევე დებიუტანტი "თელ-ავივ ჰითი" დამაჯერებლად 33:10 დაამარცხა.

ქართულმა ფრენჩაიზმა მეტოქე ოთხჯერ დაალელოვა, თავად კი ერთი ლელო გაუშვა და შესაბამისად, ბონუსი აიღო. ქართველებმა ტაიმი 18:10 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და მეტოქეს 15 უპასუხო ქულა გაუტანეს. ერთი ლელო შალვა მამუკაშვილმა დადო, ხოლო აკაკი ტაბუცაძემ ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

თითქმის მთლიანად ლეგიონერებით დაკომპლექტებულ თელ-ავიველებს შეუთამაშებლობა აშკარად დაეტყოთ, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და შესაბამისად, ლოგიკური შედეგი დადგა. "შავი ლომი" მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს პენზაში "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"