თელ-ავივ ჰითი შავ ლომთან მატჩისთვის ხვამლი არენაზე ემზადება (VIDEO)

თელ-ავივ ჰითი შავ ლომთან მატჩისთვის ხვამლი არენაზე ემზადება (VIDEO)

16 ოქტომბერს 17 საათზე ავჭალის სარაგბო სტადიონზე ერთმანეთს ქართული "შავი ლომი" და ებრაული "თელ-ავივ ჰითი" დაუპირისპირდებიან, რომლებიც ახალ რაგბი ევროპის სუპერ თასზე პირველ შეხვედრას ჩაატარებენ.

როგორც მოგეხსენებათ, მატჩი სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრა 16 ოქტომბრისთვის გადაიდო. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ქვეყნის რაგბის კავშირმა პირველად მოახერხა პროფესიონალური ფრენჩაიზის შექმნა და ამრიგად, ორივე მხარისთვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ებრაელებმა ნაყოფიერი შეკრება სამხრეთ აფრიკაში გაიარეს, საიდანაც რამდენიმე დღის წინ გეზი საქართველოსკენ აიღეს და მოახლოებული მატჩისთვის, თბილისში, კონკრეტულად კი "ხვამლი არენაზე" ემზადებიან. უნდა აღინიშნოს, რომ "თელ-ავივ ჰითს" საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ის ძირითადად უცხოელი მორაგბეებით არის დაკომპლექტებული. მათ შორის არიან - ფიჯელი, სამხრეთაფრიკელი, ინგლისელი, ნამიბიელი და ახალზელანდიელი მორაგბეები, რომელთაც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება გააჩნიათ. 

გთავაზობთ ებრაელთა ვარჯიშის კადრებს "ხვამლი არენადან", რომელიც ფრენჩაიზმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"