ჩილემ კანადას აჯობა და მსოფლიო თასის საგზურს მიუახლოვდა (VIDEO)

ჩილემ კანადას აჯობა და მსოფლიო თასის საგზურს მიუახლოვდა (VIDEO)

2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპზე ამერიკა 2-ის სტატუსისთვის ერთმანეთს ჩილეს და კანადის ნაკრებები შეერკინენ. 

პირველ მატჩში კანადას 22:21 ჰქონდა მოგებული. საპასუხო შეხვედრაში კი ჩილემ 33:24 იმარჯვა და მსოფლიო თასების არსებობის ისტორიაში კანადა პირველად აღმოჩნდა მის მიღმა, ხოლო ჩილე ამერიკა 2-ის სტატუსისთვის გადამწყვეტ მატჩში ურუგვაისთან დამარცხებულ აშშ-ს შეერკინება და მათგან გამარჯვებული საფრანგეთში გაემგზავრება, ხოლო დამარცხებული რეპეშაჟში გადაინაცვლებს და კიდევ ერთ, ამჯერად საბოლოო შანსს მიიღებს. 

აღსანიშნავია, რომ ჩილეს მსოფლიო თასზე არასდროს უთამაშია.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

ნიკა ამაშუკელი შემოდგომის ტესტებზე სამ უმაღლესი დონის მატჩზე მიიწვიეს
ზუგდიდში ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
ბექა საღინაძე ტოპ 14-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
მაორი ოლ ბლექსის 25 წლის მორაგბე ტრაგიკულად დაიღუპა