როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
2023 წლის მსოფლიო თასის ამერიკის კონტინენტის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, რომელშიც ამერიკა 1 სტატუსისთვის, ურუგვაის და აშშ-ის ნაკრებები იბრძოდნენ, მონტევიდეოში მასპინძლებმა დამაჯერებლად იმარჯვეს და პლანეტის პირველობის საგზური მოიპოვეს.
პირველი მატჩი აშშ-ს 19:16 ჰქონდა მოგებული. საპასუხო შეხვედრაში "ლოს ტეროსმა" 19-ქულიანი უპირატესობით 34:15 იმარჯვა. პირველი ნახევარი 13:8 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში ურუგვაიმ სამი გარდასახული ლელო საწყის 15 წუთშივე გაიტანა და ორრაუნდიანი დუელის ბედი გადაწყვიტა. საერთო ჯამში, "ლოს ტეროსმა" 50:34 გაიმარჯვა.
ურუგვაის ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასზე "ა" ჯგუფში მასპინძელ საფრანგეთთან, ახალ ზელანდიასთან, იტალიასთან და აფრიკა 1-ის გუნდთან ერთად იასპარეზებს.
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
ლონდონში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტები ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ, რომელშიც
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.