ჯორდი ბარეტმა მარიკა კოროიბეტეს სახეში ფეხი ჩაარტყა და წითელი ბარათით დაისაჯა (VIDEO)

ჯორდი ბარეტმა მარიკა კოროიბეტეს სახეში ფეხი ჩაარტყა და წითელი ბარათით დაისაჯა (VIDEO)

რაგბი ჩემპიონშიპის მეორე ტურის მატჩში ავსტრალიის ნაკრები პერთში ახალ ზელანდიას დაუხვდა და ერთი თვის განმავლობაში, პრინციპულ კონკურენტთან მესამე უშანსო მარცხი განიცადა - 21:38.

მე-17 წუთზე მატჩის პირველი ლელო ჯორდი ბარეტმა მიითვალა, რომელიც მალევე ანტი-გმირის როლში მოგვევლინა. მან ჰაერში თამაშისას მარიკა კოროიბეტეს სახეში ფეხი ჩაარტყა და წითელი ბარათით დაისაჯა. "სანზაარის" მიერ რაგბი ჩემპიონშიპში დანერგილი ახალი წესების მიხედვით, ახალი ზელანდია 14 კაცით 20 წუთის განმავლობაში დარჩა, ხოლო შემდეგ გაძევებული ჯორდის ნაცვლად, მოედანზე დამიან მაკქენზი გამოჩნდა და რიცხობრივი წონასწორობა აღდგა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება