4 ერი: ახალმა ზელანდიამ ავსტრალია კვლავ უშანსოდ დაამარცხა (VIDEO)

4 ერი: ახალმა ზელანდიამ ავსტრალია კვლავ უშანსოდ დაამარცხა (VIDEO)

რაგბი ჩემპიონშიპის მეორე ტურის მატჩში ავსტრალიის ნაკრები პერთში ახალ ზელანდიას დაუხვდა და ერთი თვის განმავლობაში, პრინციპულ კონკურენტთან მესამე უშანსო მარცხი განიცადა.

შეხვედრა თავიდანვე "ოლ ბლექსის" დიდი უპირატესობით დაიწყო და საწყის 20 წუთში მეტოქეს 13 უპასუხო ქულა გაუტანა. ჯერ ბოდენ ბარეტმა გაიტანა ორი ჯარიმა, მე-17 წუთზე კი მატჩის პირველი ლელო ჯორდი ბარეტმა მიითვალა, რომელიც ბოდენმა გარდასახა. მალევე ანტი-გმირის როლში ჯორდი ბარეტი მოგვევლინა, რომელმაც ჰაერში თამაშისას მარიკა კოროიბეტეს სახეში ფეხი ჩაარტყა და წითელი ბარათით დაისაჯა. "სანზაარის" მიერ რაგბი ჩემპიონშიპში დანერგილი ახალი წესების მიხედვით, ახალი ზელანდია 14 კაცით 20 წუთის განმავლობაში დარჩა, ხოლო შემდეგ გაძევებული ჯორდის ნაცვლად, მოედანზე დამიან მაკქენზი გამოჩნდა და რიცხობრივი წონასწორობა აღდგა. სანამ "ოლ ბლექსი" 14 კაცით იყო, ავსტრალიამ ბევრი ვერაფრით ისარგებლა და პირიქით, დევიდ ჰავილისგან აქეთ გაუშვა ლელო და ტაიმი 0:18 დასრულდა.

მეორე ნახევარი თანაბარი გამოდგა. ავსტრალიელებმა სამი გარდასახული ლელო გაიტანეს, ხოლო ახალზელანდიელებმა ოთხი ლელო დადეს, თუმცა ვერცერთის გარდასახვა ვერ შეძლეს და საბოლოო ჯამში მატჩი 21:38 დასრულდა.

ახალი ზელანდია ორი ტურის შემდეგ 10 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ავსტრალია 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"