თორნიკე ჯალაღონიას წარმატებული დებიუტი და ბიარიცის იღბლიანი დაბრუნება ტოპ 14-ში (VIDEO)

თორნიკე ჯალაღონიას წარმატებული დებიუტი და ბიარიცის იღბლიანი დაბრუნება ტოპ 14-ში (VIDEO)

ტოპ 14-ის პირველ ტურში შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებული "ბიარიცი" "პარკ დე სპორტს დ'აგილერაზე" "ბორდოს" დაუხვდა და ბევრისთვის მოულოდნელად, დამაჯერებლად 27:15 დაამარცხა.

ბასკებმა ტაიმი 17:3 იმარჯვეს და თამაშის ბოლო საერთოდ ბონუსით იგებდნენ, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ჟირონდელებმა ორი ლელო გაიტანეს და სხვაობა შეამცირეს. ორივე გუნდის რიგებში ქართველმა მორაგბეებმა ითამაშეს. ტოპ 14-ში წარმატებული დებიუტი გამოუვიდა თორნიკე ჯალაღონიას, რომელიც "ბიარიცის" სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ნომრის პოზიციაზე იმყოფებოდა და მინდორზე 75 წუთი გაატარა, ხოლო მარცხენა ბურჯი უშანგი ჭეიშვილი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო. "ბორდოს" ძირითადში იყო მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელიც 58-ე წუთზე ლაშა ტაბიძემ შეცვალა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება