ტარიელ დონაძემ რუსეთის ჩემპიონი დაალელოვა - ლოკომოტივი ენისეისთან მცირე სხვაობით დამარცხდა (VIDEO)

ტარიელ დონაძემ რუსეთის ჩემპიონი დაალელოვა - ლოკომოტივი ენისეისთან მცირე სხვაობით დამარცხდა (VIDEO)

რუსეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში მოქმედი ვიცე-ჩემპიონი პენზას "ლოკომოტივი" შინ ჩემპიონ "ენისეის" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 16:20 დამარცხდა.

"ლოკომოტივის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი ტარიელ დონაძე, რვა ნომერი ილია სპანდერაშვილი და შუამარბი ნიკოლოზ ცირეკიძე, ღერძი რევაზ ბროძელი კი მარქაფაში იყო, ხოლო "ენისეის" სასტარტოში ფრთა დავით მესხი გახლდათ, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და მიმდინარე რუსეთის ჩემპიონატში პირველად ითამაშა.

ტაიმი 9:10 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში "ენისეიმ" კიდევ ერთი ლელო მიითვალა, ხოლო 61-ე წუთზე ქართველმა ბურჯმა ტარიელ დონაძემ იყოჩაღა და საპასუხო ლელო დაუდო, რომელიც სერგეი იანუშკინმა გარდასახა და სხვაობა მინიმუმადე შეამცირა, თუმცა 77-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და საბოლოო ჯამში 4-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს. 

ოთხი ტურის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატს ამდენივე მოგებით "ენისეი" 18 ქულით ლიდერობს, ხოლო "ლოკომოტივი" 12 ქულით მესამე ადგილს იკავებს.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"
საქართველო - ფიჯი 15:15 (VIDEO)