ადამ ეშლი-კუპერმა და მეთ გიტომ ლოს ანჯელესი გააჩემპიონეს და კარიერა მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს

ადამ ეშლი-კუპერმა და მეთ გიტომ ლოს ანჯელესი გააჩემპიონეს და კარიერა მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს

გუშინ ლოს ანჯელესში 2021 წლის აშშ-ის სარაგბო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ლოს ანჯელეს ჯილტინისი" "რაგბი ატლანტას" დაუპირისპირდა და 31:17 სძლია. 

პირველმა ნახევარმა მეტნაკლებად თანაბრად ჩაიარა და ლოს ანჯელესელებმა 15:10 იმარჯვეს, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა განიმტკიცეს და საბოლოო ჯამში საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვეს. ატლანტელებმა საპასუხო ლელო ბოლო წუთზე გაიტანეს და ამით მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს, იქამდე კი მასპინძლებს 55-ე წუთისთვის უკვე 15-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ მოპოვებული. 

კარიერის უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარეს ლეგენდარულმა ავსტრალიელმა უკანახაზელებმა 38 წლის მეთ გიტომ (103 კეპი, 698 ქულა) და 37 წლის ადამ ეშლი-კუპერმა (121 კეპი, 38 ლელო), რომელთაც "ლოს ანჯელეს ჯილტინისის" გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანეს. გიტომ სამი ჯარიმა და ორი გარდასახვა გაიტანა, საკუთარ გუნდს 13 ქულა შესძინა და ფინალის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. ერთი ლელოს გატანა კი კანადის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა დითიეჩ ვან დერ მერვემ (61 კეპი, 38 ლელო) მოახერხა. 

ფინალურ მატჩს 7389 მაყურებელი დაესწრო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"