ნიკოლოზ სუხაშვილი რუსეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა (VIDEO)

ნიკოლოზ სუხაშვილი რუსეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა (VIDEO)

ნოვოკუზნეცკის "მეტალურგის" მესამეხაზელი ნიკოლოზ სუხაშვილი რუსეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. რუსულენოვანი პორტალის Rugger.Info-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, სუხაშვილმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და მეორე ადგილოსან ლეიტონ ეკსტინს ("კრასნი იარი") დამაჯერებლად აჯობა.

რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სუხაშვილმა "მეტალურგს" შინ "სტრელასთან" დრამატულ მატჩში მოაგებინა. მატჩისთვის განკუთვნილი 80 წუთი ისე ამოიწურა, რომ ანგარიში ფრე 20:20 იყო. დროის ამოწურვის შემდეგ, "მეტალურგი" მთელი ძალებით უტევდა, ხოლო ყაზანელები ყველანაირად ცდილობდნენ თავის დაცვას, მათ რამდენჯერმე ამის გაკეთება წესების დარღვევის ხარჯზე მოახერხეს, თუმცა საბოლოო ჯამში მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს და გაწითლებული დროის მეათე წუთზე, ანუ მატჩი 90-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხეს - გამარჯვების ლელო ქართველმა მესამეხაზელმა ნიკოლოზ სუხაშვილმა მიითვალა, რომელიც წინა სეზონის რუსეთის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"