7-კაცა, ოლიმპიადა - ახალი ზელანდია A ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს, ავსტრალია არგენტინასთან დამარცხდა

7-კაცა, ოლიმპიადა - ახალი ზელანდია A ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს, ავსტრალია არგენტინასთან დამარცხდა

დღეს ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე 7-კაცა რაგბის შეჯიბრმაც აიღო სტარტი, რომელშიც 12 ქვეყანა მონაწილეობს. 

პირველი ორი ტურის შემდეგ, ყველაზე დაძაბული მდგომარეობა A ჯგუფშია, სადაც განსხვავებით სხვა ოთხეულებისგან, მხოლოდ ერთი ლიდერია გამოკვეთილი - ახალი ზელანდია, რომელმაც სამხრეთ კორეა 50:5 გაანადგურა, ხოლო არგენტინას 35:14 აჯობა. სამაგიეროდ, არგენტინის ნაკრებმა ავსტრალიას სძლია 29:19 და დარჩენილი მატჩი ხვალ აუტსაიდერ სამხრეთ კორეასთან უწევს, რომელიც ავსტრალიასთან 5:42 დამარცხდა. "კენგურუები" ხვალ ახალ ზელანდიას შეერკინებიან და დიდი შანსია, რომ მეორე ადგილი დაკარგონ.



ახალი ზელანდია - სამხრეთ კორეა 50:5

 აქვე იხილეთ - რაგბი 7-ის ოლიმპიადის სრული განრიგი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"