7-კაცა, ოლიმპიადა - ფიჯი იაპონიასთან მარცხს გადაურჩა და B ჯგუფს დიდ ბრიტანეთთან ერთად ლიდერობს

7-კაცა, ოლიმპიადა - ფიჯი იაპონიასთან მარცხს გადაურჩა და B ჯგუფს დიდ ბრიტანეთთან ერთად ლიდერობს

დღეს ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე 7-კაცა რაგბის შეჯიბრმაც აიღო სტარტი, რომელშიც 12 ქვეყანა მონაწილეობს. 

ტურნირი მასპინძელი იაპონიის და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის ფიჯის ნაკრებების თამაშით დაიწყო. იაპონელებმა ფავორიტ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობას გაუწიეს და ტაიმი 14:12 მოუგეს, მეორე ნახევარშიც პირველი ლელოც დადეს და შვიდი ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ბოლოსკენ ფიჯელებმა ორი ლელო გაიტანეს და 24:19 იმარჯვეს. ამავე ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩში დიდმა ბრიტანეთმა კანადა 24:0 დაამარცხა.

მეორე ტურში ფიჯიმ კანადამ 28:14 დაამარცხა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა იაპონია უშანსოდ 34:0 აჯობა. ხვალ ერთმანეთს ჯგუფის ლიდერები და აუტსაიდერები ეთამაშებიან, შემდეგ კი პლეი-ოფები დაიწყება, რომელიც ხვალ დღის მეორე ნახევარში და ზეგ გაიმართება. 


იაპონია - ფიჯი 19:24


დიდი ბრიტანეთი - კანადა 24:0


აქვე იხილეთ - რაგბი 7-ის ოლიმპიადის სრული განრიგი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"