VIDEO: ურუგვაიმ ბრაზილია დამაჯერებლად დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო რაუნდში გავიდა

VIDEO: ურუგვაიმ ბრაზილია დამაჯერებლად დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო რაუნდში გავიდა

2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ურუგვაის ნაკრები მონტევიდეოში ბრაზილიას დაუხვდა და დამაჯერებლად 36:13 იმარჯვა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ურუგვაის ნაკრები სამხრეთ ამერიკის ზონის მეორე რაუნდში, სამგუნდიან ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლოს ტეროსი" შემდეგ ეტაპზე გავიდა და ჩრდილოეთ ამერიკის უძლიერეს გუნდს, ანუ კანადა/აშშ-ის შორის გამარჯვებულს 2 და 9 ოქტომბერს შეერკინება. სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის გუნდებიდან საუკეთესო ამერიკა 1-ის სტატუსით 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს.

გარდა ამისა, ფინალში დამარცხებულ გუნდს შანსი ექნება, რომ ამერიკა 2-ის სტატუსი მოიპოვოს და ის ამისთვის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის მეორე ადგილოსნებიდან გამარჯვებულს ორმატჩიან დუელში შეერკინება. ამათგან უძლიერესი ამერიკა 2-ის სტატუსით საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს მოიპოვებს, ხოლო დამარცხებული კიდევ ერთ შანსს მიიღებს და რეპეშაჟში კიდევ სამ ნაკრებთან ერთად უკანასკნელი, მეოცე საგზურისთვის იბრძოლებს.

სამხრეთ ამერიკის მეორე რაუნდში მეორე ადგილზე ჩილე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანადა/აშშ-ის შორის დამარცხებულს შეხვდება და თუ ჩრდილოეთ ამერიკის გუნდის ძლევას მოახერხებს, შემდეგ უკვე ფინალში წაგებულთან მოუწევს შერკინება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"