სამხრეთ აფრიკის ა ნაკრებმა ბულზთან 14-ქულიანი უპირატესობა ბოლო 15 წუთში გაანიავა (VIDEO)

სამხრეთ აფრიკის ა ნაკრებმა ბულზთან 14-ქულიანი უპირატესობა ბოლო 15 წუთში გაანიავა (VIDEO)

სამხრეთ აფრიკის "ა" ნაკრები კეიპ ტაუნში "ბულზს" ეთამაშა და 14:17 დამარცხდა.

უნდა ითქვას, რომ "ა" ნაკრების სახელი ამ შემთხვევაში ფორმალური იყო, რადგან ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სამმატჩიან სერიამდე "სპრინგბოკსს" გასახურებელი ტესტები სჭირდება და ამიტომაც, "ა" ნაკრების სახელით ეროვნული ნაკრები ხურდება, რომლის რიგებშიც კვლავ იმ მორაგბეებმა იასპარეზეს, ვინც ბრიტანელი და ირლანდიელ ლომებთან მატჩებისთვის მსოფლიო ჩემპიონების განაცხადში არიან. 

"ა" ნაკრებმა პირველი ტაიმი ფასის და სიმელანეს ლელოებით მოიგეს, რომლებიც ელტონ იანტისმა გარდასახა - 14:0. "ბულზმა" ჩამორჩენა ბოლო 15 წუთში აღმოფხვრა, მათ სამწუთიან მონაკვეთში ორი გარდასახული ლელო გაიტანეს, 76-ე წუთზე კი სმიტმა გამარჯვების მომტანი ჯარიმა გაიტანა. 

წინ ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს კულმინაცია გველოდება - სამი ტესტი სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ, რომლებიც 24 ივლისს, 31 ივლისს და 7 აგვისტოს გაიმართება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"