ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა სტორმერსი დიდი ანგარიშით დაამარცხეს (VIDEO)

ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა სტორმერსი დიდი ანგარიშით დაამარცხეს (VIDEO)

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები კეიპ ტაუნში "სტორმერსს" შეხვდნენ და დიდი სხვაობით 49:3 იმარჯვეს.

"ლომებმა" მოწინააღმდეგეს შვიდი გარდასახული ლელო გაუტანეს, თავად კი მხოლოდ ერთი ჯარიმა გაუშვეს. ლელოების გატანა ადამ ბერდიმ, ლუკ ქოუან-დიქიმ, კორი ჰილმა, ჯეიკ კონანმა, ზანდერ ფეგერსონი, ლუის-რის ზემიტმა და სემ საიმონდმა მოახერხეს, ხოლო ყველა გარდასახვა მარკუს სმიტმა შეასრულა ზუსტად. აღსანიშნავია, რომ "ლომებს" ლეგენდარული ალან უინ ჯონსი დაუბრუნდათ, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და "სტორმერსთან" მატჩში 55-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. 

წინ ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს კულმინაცია გველოდება - სამი ტესტი სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ, რომლებიც 24 ივლისს, 31 ივლისს და 7 აგვისტოს გაიმართება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"