14-კაციანმა ავსტრალიამ საფრანგეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და სამმატჩიან სერიაშიც იმარჯვა (VIDEO)

14-კაციანმა ავსტრალიამ საფრანგეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და სამმატჩიან სერიაშიც იმარჯვა (VIDEO)

ავსტრალიის ნაკრები ბრიზბენში საფრანგეთს დაუხვდა და ძალიან მძიმე ბრძოლაში 33:30 აჯობა. 

შეხვედრა მასპინძელთათვის ძალიან ცუდად დაიწყო - შეხვედრის მე-5 წუთზე "ვოლაბებს" ერთ-ერთი ლიდერი მარიკა კოროიბეტე საკმაოდ საკამათო ვითარებაში გაუძევეს, რის გამოც შეხვედრის მთავარი მსაჯი ბენ'კიფი ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა.

მიუხედავად ამისა, 75 წუთის განმავლობაში 14 კაცით მოთამაშე ავსტრალიამ მოწინააღმდეგეს არაფერი დაუთმო. გუნდებმა პირველ ტაიმში ორ-ორი გარდასახული ლელო და ამდენივე ჯარიმა გაიტანეს. შესაბამისად, ტაიმი ფრედ 20:20 დასრულდა. მასპინძელთაგან ლელოები ტეიტ მაკდერმოტმა და ნოა ლოლესიომ გაიტანეს, ხოლო სტუმართგან ბატისტ კუიუმ და კამერონ ვოკმა გამოიჩინეს თავი. 

მეორე ნახევრის დასაწყისში ფრანგები პიერ-ლუი ბარასის ლელოთი გავიდნენ წინ, თუმცა მალევე "ვოლაბებმა" ტანიელა ტუპოს ლელოთი წონასწორობა აღადგინეს. დარჩენილ დროში მეტი ლელო აღარ გასულა, სამაგიეროდ ავსტრალიელებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, ფრანგებმა კი მხოლოდ ერთი. გადამწყვეტი ჯარიმა ნოა ლოლესიომ 79-ე წუთზე გავიდა და ავსტრალიას სამმატჩიან სერიაში 2:1 მოაგებინა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ფრანგებმა ავსტრალიური ტურნე გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარეს, რადგან მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების გამო, ტოპ 14-ის ფინალისტების "ტულუზის" და "ლა როშელის" მორაგბეები არ ჰყავდათ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ბურჯი დენ ბიგარს აჯავრებს (VIDEO)
სამხრეთ აფრიკამ ლომებთან გადამწყვეტი მატჩის წინ კიდევ სამი მორაგბე დაიმატა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეორეხაზელი კარიერას პრო დ2-ში განაგრძობს
ადამ ეშლი-კუპერმა და მეთ გიტომ ლოს ანჯელესი გააჩემპიონეს და კარიერა მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს