სამხრეთ აფრიკა "ა" - ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 17:13 | მატჩის მიმოხილვა

სამხრეთ აფრიკა "ა" - ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 17:13 | მატჩის მიმოხილვა

სამხრეთ აფრიკის "ა" ნაკრები გუშინ კეიპ ტაუნში ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს დაუხვდა და ძალიან დაძაბულ, საოცარ ფიზიკურ ბრძოლაში 17:13 სძლია. 

უნდა ითქვას, რომ სამხრეთ აფრიკელებს "ა" ნაკრები ფორმალურად ერქვათ, თორემ რეალურად ეროვნულმა ნაკრებმა იასპარეზა. საქმე იმაშია, რომ "სპრინგბოკსმა" ლომებთან გასამართი სამმატჩიანი სერიისთვის სათანადოდ გახურება ვერ შეძლო, რადგან საქართველოსთან მეორე ტესტი კოვიდის გამო ჩაიშალა, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ "ა" ნაკრები ეროვნული ნაკრების შემადგენლობით დაეკომპლექტებინათ, ოღონდ, ამ მატჩის ანგარიში სამმატჩიან სერიაზე არ იმოქმედებს. 

აფრიკელებმა ტაიმი 17:3 მოიგეს. ლელოები სბუსისო ნკოსიმ და ლუქანიო ამიმ გაიტანეს, გარდასახვები და ჯარიმა კი მორნი სტეინმა შეასრულა ზუსტად. ლომების მხრიდან ლელო უინ ჯონსმა დადო, გარდასახვა და ორი ჯარიმა კი ოუენ ფარელმა შეასრულა ზუსტად. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ბურჯი დენ ბიგარს აჯავრებს (VIDEO)
სამხრეთ აფრიკამ ლომებთან გადამწყვეტი მატჩის წინ კიდევ სამი მორაგბე დაიმატა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეორეხაზელი კარიერას პრო დ2-ში განაგრძობს
ადამ ეშლი-კუპერმა და მეთ გიტომ ლოს ანჯელესი გააჩემპიონეს და კარიერა მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს