საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა იტალია დამატებით დროში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა იტალია დამატებით დროში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა

რაგბი 7-ის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე სათამაშო დღეს საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ორი მატჩი მოიგო, ერთში კი დამარცხდა და ტურნირი მე-5 ადგილით დაასრულა.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები მეოთხედფინალში მასპინძელ რუსეთს შეერკინა და 5:10 დამარცხდა, რის შემდეგაც მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა. ქართველმა მორაგბეებმა ჯერ პორტუგალია დაამარცხეს 24:12, ხოლო დასკვნით მატჩში იტალიას ძალიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს. 

პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა შესვენების დაწყებამდე ქართველებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რადგან იტალიელი მორაგბე უხეში ბოჭვისთვის წითელი ბარათით გააძევეს და "აძური" 6 მორაგბით დარჩა. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში პირველი ლელო სწორედ იტალიამ დადო და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო - ქართველებმა ანგარიშის განათანაბრება ბოლო წუთზე მოახერხეს და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანეს, სადაც გამარჯვების მომტანი ლელოც გაიტანეს და 19:14 იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა გუშინ ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთს 42:0 სძლია, ხოლო ესპანეთთან (0:38) და პორტუგალიასთან (14:17) დამარცხდა. 

ამრიგად, საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა მოსკოვის ეტაპზე მეხუთე ადგილი დაიკავა, ისევე როგორც ლისაბონის ეტაპზე, ჯამურად სატურნირო ცხრილში 24 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება