ბრწყინვალე ფინალი, 11 ლელო და 78 ქულა - ჰარლექუინსი ინგლისის ჩემპიონია! (VIDEO)

ბრწყინვალე ფინალი, 11 ლელო და 78 ქულა - ჰარლექუინსი ინგლისის ჩემპიონია! (VIDEO)

პრემიერშიპის ფინალში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს "ექსტერ ჩიფსი" და "ჰარლექუინსი" დაუპირისპირდნენ. 

ფავორიტად შარშანდელი ჩემპიონი "ექსეტერ ჩიფსი" მოიაზრებოდა, ხოლო "ჰარლექუინსის" ფინალში გასვლაც გარკვეულწილად მოულოდნელი გახლდათ, რადგან ნახევარფინალში აშკარა ფავორიტი "ბრისტოლი" იყო, რომელიც თავიდან 28:0 იგებდა კიდეც, მაგრამ ლონდონელებმა საოცარი "ქამბექი" შემოგვთავაზეს, დამატებით დროში იმარჯვეს და ფინალს ამაღლებულ განწყობაზე შეხვდნენ, სადაც "ბელადებს" არაფერი დაუთმეს და სრულიად დამსახურებულად იმარჯვეს.

ფინალური მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოვიდა - გულშემატკივრებმა 11 გატანილი ლელო და 78 ქულა იხილეს. "ექსტერ ჩიფსმა" ხუთი ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო "ჰარლექუინსმა" ექვსჯერ აიღო მოწინააღმდეგის ლელო. ტაიმი 14:19 დასრულდა, მეორე ნახევარიც ლონდონელთა აქტიურობით დაიწყო და 12 ქულით გავიდნენ წინ, თუმცა ამის შემდეგ "ექსეტერიც" გამოცოცხლდა და 65-ე წუთამდე, 17-წუთიან მონაკვეთში 5 ქულით მოახერხა დაწინაურება. გადამწყვეტი გამოდგა 20 წლის გარემარბის ლუის ლინაგის დუბლი, რომელმაც მეტოქე 71-ე და 75-ე წუთებზე დაალელოვა და მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, "ჰარლექუინსი" 9 ქულით გავიდა წინ. დარჩენილ დროში სტიუარტ ჰოგმა ერთი ლელო დადო და სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება "ექსეტერმა" ვეღარ მოასწრო - 38:40.

"ჰარლექუინსი" ინგლისის ჩემპიონი მეორედ გახდა. მათ აქამდე პრემიერშიპი 2011/2012 წლების სეზონში ჰქონდათ მოგებული. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"