VIDEO: პერპინიანმა პრო დ2-ის ფინალში ბიარიცი დამაჯერებლად დაამარცხა და ტოპ 14-ში აღზევდა

VIDEO: პერპინიანმა პრო დ2-ის ფინალში ბიარიცი დამაჯერებლად დაამარცხა და ტოპ 14-ში აღზევდა

პრო დ2-ის ფინალურ მატჩში კატალონიურმა "პერპინიანმა" ბასკური "ბიარიცი" დამაჯერებლად 33:14 დაამარცხა და ტოპ 14-ში აღზევდა.

კატალონიელებმა ტაიმი 16:9 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. "ბიარიცმა" პრესტიჟის ლელოს გატანა მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხა.

ფინალურ მატჩში "პერპინიანის" რიგებში ქართველებს არ უთამაშიათ - დავით ქუბრიაშვილს ბიცეპსის ტრავმა აქვს, ვახტანგ ჯინჭარაძე განაცხადში არ იყო, ხოლო ნოდარ შენგელია ჯერჯერჯობით ესპუარების და ძირითად გუნდში დებიუტი არ ჰქონია. აღნიშნული სამეულის გარდა, მომდევნო სეზონიდან კატალონიური კლუბის ღირსებას მარცხენა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი დაიცავს. "ბიარიცის" ძირითად შემადგენლობაში იყო მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია, რომელმაც 60 წუთი ითამაშა, მარცხენა ბურჯი უჩა ჭეიშვილი მინდორზე 53-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მარჯვენა ბურჯი ვახტანგ ახობაძე თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო.

"ბიარიცს" ტოპ 14-ში გადასასვლელად კიდევ ერთი შანსი 12 ივნისს ექნება. გუნდი გასასასვლელ/გასავარდნ პლეი-ოფში ტოპ 14-ის მე-13 ადგილოსანს, მეორე ბასკურ კლუბს "ბიარიცს" დაუპირისპირდება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!
ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს