VIDEO: საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა იტალია დაამარცხა და ლისაბონის სერია მე-5 ადგილზე დაასრულა

VIDEO: საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა იტალია დაამარცხა და ლისაბონის სერია მე-5 ადგილზე დაასრულა

© TrySportimages

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა 2021 წლის რაგბი 7-ის ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი, ლისაბონის სერია მე-5 ადგილზე დაასრულა. 

ჯაბა მალაღურაძის შეგირდები მე-5 ადგილისთვის მატჩში იტალიას დაუპირისპირდნენ და 10:5 იმარჯვეს. შესაბამისად, საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ტურნირი სამი მოგებით და სამი მარცხით დაასრულეს. ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფურ ეტაპზე ლიეტუვის ნაკრებს სძლიეს, ხოლო მე-5 ადგილისთვის შეხვედრებში პოლონეთს და იტალიას სძლიეს, ხოლო მასპინძელ პორტუგალიასთან (ჯგუფ ეტაპზე), გერმანიასთან (ჯგუფურ ეტაპზე) და რუსეთთან (მეოთხედფინალში) დამარცხდნენ.

საქართველოს 7-კაცა ნაკრების მხრიდან მთელი ტურნირის განმავლობაში უდავოდ გამორჩეული იყო 38 წლის კაპიტანი გიორგი შკინინი, რომელიც 7-კაცა ნაკრებს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. შკინინმა იტალიასთან მატჩშიც მშვენიერი ლელო გაიტანა.

2021 წლის რაგბი 7-ის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 26-27 ივნისს გაიმართება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!
ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს