VIDEO: საქართველოს 7-კაცა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

VIDEO: საქართველოს 7-კაცა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

© TrySportimages

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის სერიის პირველი ეტაპის მეორე სათამაშო დღეს, რომელიც ლისაბონში იმართება, მეოთხედფინალურ მატჩში საქართველოს 7-კაცა ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა და 5:12 დამარცხდა.

სამივე ლელო პირველ ტაიმში გავიდა. თავდაპირველად რუსებმა ორი ლელო გაიტანეს, შემდეგ კი ნიკოლოზ გიგაურმა გაქვითა ერთი ლელო. საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გასათანაბრებლად მეორე ტაიმი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა მეტი ლელოს დადება ვეღარ შეძლეს და ნახევარფინალში ვერ გავიდნენ.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები მე-5 ადგილისთვის მატჩში პოლონეთს 18:22 საათზე ეთამაშება.

იხილეთ რუსეთთან მატჩის მიმოხილვა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!
ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს