VIDEO: საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ლიეტუვა ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი დაამარცხა

VIDEO: საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ლიეტუვა ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი დაამარცხა

© TrySportimages

საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის სერიის პირველ ეტაპზე, რომელიც ლისაბონში ტარდება, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ლიეტუვას ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი 19:14 სძლია.

ტაიმი 5:7 დასრულდა. მეორე ნახევარში პირველი ლელო საქართველომ დადო, შემდეგ კვლავ ლიეტუვა დაწინაურდა, ხოლო ბოლო წუთზე ჩვენმა გუნდმა გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა. საქართველოს მხრიდან ლელოები გიორგი შკინინმა, ლუკა მატკავამ და ნიკოლოზ გიგაურმა გაიტანეს. გამარჯვების ლელოს ავტორი გიგაურია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7-კაცა ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მასპინძელ პორტუგალიასთან 10:19 დამარცხდა, ხოლო გერმანიასთან მატჩი 0:29 წააგო. 

იხილეთ ლიეტუვასთან მატჩის ყველა ლელო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!
ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს