ექსეტერ ჩიფსისთვის სარეკორდო გამარჯვება პრემიერშიპში ნიუკასლ ფალკონსის წინააღმდეგ (VIDEO)

ექსეტერ ჩიფსისთვის სარეკორდო გამარჯვება პრემიერშიპში ნიუკასლ ფალკონსის წინააღმდეგ (VIDEO)

პრემიერშიპის მე-20 ტურში მოქმედი ჩემპიონი "ექსეტერ ჩიფსი" "სანდი პარკზე" "ნიუკასლ ფალკონსს" დაუხვდა და 71-ქულიანი სხვაობით 74:3 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ "ექსეტერ ჩიფსთვის" ეს გამარჯვება სარეკორდო იყო პრემიერშიპში. მათ ამხელა სხვაობით აქამდე არასდროს მოეგოთ ინგლისის ჩემპიონატში. მასპინძლებმა 12 უპასუხო ლელო გაიტანეს. ჰენრი სლეიდმა და ჟაკ ვერმულენმა დუბლი გაიფორმეს, ხოლო დანარჩენი რვა ლელო სხვადასხვა მორაგბეებმა დადეს. 

პრემიერშიპის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, "ექსეტერ ჩიფსი" 73 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ბრისტოლს" 3 ქულით ჩამორჩება. "ბელადებს" პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვთ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"