ჩემპიონთა თასის ფინალი: ტულუზი - ლა როშელი 22:17 (მატჩის მიმოხილვა)

ჩემპიონთა თასის ფინალი: ტულუზი - ლა როშელი 22:17 (მატჩის მიმოხილვა)

ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში ლონდონში "თვიქნემ სთედიუზე" ერთმანეთს ფრანგული კლუბები "ტულუზი" და "ლა როშელი" დაუპირისპირდნენ. უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში "ტულუზმა" 22:17 იმარჯვა და ევროპის საუკეთესო გუნდის წოდება მეხუთედ მოიპოვა. მათ აქამდე ამის გაკეთება 1996, 2003, 2005 და 2010 წლებში მოახერხეს. ასე რომ, ტულუზელებმა ჩემპიონთა თასის მოგება 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხეს.

28-ე წუთისთვის ანგარიში ფრე 6:6 იყო, როდესაც "ლა როშელის" ფიჯელმა ვარსკვლავმა შუამარბმა ლევანი ბოტიამ მოწინააღმდეგეს სახეში მხარი ჩაარტყა და წითელი ბარათი დაიმსახურა, რაც შეხვედრის გადამწყვეტ მომენტად შეიძლება მივიჩნიოთ. სამ წუთში "ტულუზს" რინჰარდ ელშტადტი გაუსინბინეს და 10 წუთით წონასწორობა აღდგა, რა დროშიც "ლა როშელმა" ორი ჯარიმა გაიტანეს, "ტულუზმა" კი ერთი და ულელოო ტაიმში "ლა როშელმა" 12:9 მოიგო. 

მეორე ნახევარში "ტულუზმა" რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა: 59-ე წუთზე არგენტინელმა შუამარბმა ხუან კრუზ მალიამ მატჩის პირველი ლელო გაიტანა, რომელიც რომან ნტამაკმა გარდასახა. ნტამაკმა ორი ჯარიმაც გაიტანა და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე "ტულუზი" 10 ქულით დაწინაურდა. 72-ე წუთზე "ოლ ბლექსის" ყოფილმა მგეზავმა ტავერა ქერ-ბარლოუმ საპასუხო ლელო დადო და სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში კაცნაკლულმა "ლა როშელმა" ვეღარაფერი მოახერხა და სანუკვარ ტიტულს ვერ შეწვდა - 17:22.

როგორც მოგეხსენებათ, "ლა როშელის" შერკინების კონსულტანტი დავით ზირაქაშვილია. ზირაქაშვილს მოთამაშის რანგში ჩემპიონთა თასის ფინალში სამჯერ უთამაშია (2013, 2015 და 2017 წლებში) და სამივე შემთხვევაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. სამწუხაროდ, "ზირაქას" გუნდი დღესაც დამარცხდა და ქართული რაგბის და "კლერმონის" ლეგენდამ ვერცხლის მედალი უკვე მწვრთნელის რანგში მოიპოვა.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"