ქართველების ანგულემმა კოლომიე ბონუსით დაამარცხა და პრო დ2-ში დარჩენის მიზერული შანსი დაიტოვა

ქართველების ანგულემმა კოლომიე ბონუსით დაამარცხა და პრო დ2-ში დარჩენის მიზერული შანსი დაიტოვა

პრო დ2-ის 28-ე ტურის გახსნით მატჩში ბოლო ადგილოსანი "ანგულემი" საკუთარ მოედანზე საპლეიოფო ზონაში მყოფ "კოლომიეს" დაუხვდა და 24:15 აჯობა.

"ანგულემმა" მეტოქეს სამი უპასუხო გარდასახული ლელო დაუდო და ერთი ჯარიმაც გაიტანა, ხოლო "კოლომიემ" 15 ქულა 5 გატანილი ჯარიმით დააგროვა. შესაბამისად, მასპინძლებს ბონუს ქულაც ერგოთ და პრო დ2-ში დარჩენის მიზერული შანსი შეინარჩუნეს. 

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა, რომელმაც მინდორზე 63 წუთი გაატარა, ხოლო ვეტერანმა მეორეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა მთელი მეორე ტაიმი ითამაშა. მარჯვენა ბურჯი ზაურ თევდორაშვილი ამჯერად განაცხადში არ ყოფილა. 

შალვა სუთიაშვილის მომენტები

ლუკა გოგინავას მომენტები


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

ანგულემი პრო დ2-დან გავარდა, ორიაკმა დრამატულად იმარჯვა და დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა
იტალიის ნაცვლად, კუნძულელები? - ოლ ბლექსის მოწინააღმდეგე, შესაძლოა, შეიცვალოს
უორენ გეთლენდი: "ეს ჩემი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო"
დიდი 10 | დისციპლინისა და ხარისხის ამაღლების მიზნით რეგულაციები გამკაცრდება