საკუთარი 22-დან სდია, ბურთს დაეწია და ლელოში დაამიწა - სტიუარტ ჰოგის საოცარი ლელო (VIDEO)

საკუთარი 22-დან სდია, ბურთს დაეწია და ლელოში დაამიწა - სტიუარტ ჰოგის საოცარი ლელო (VIDEO)

ინგლისის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ექსეტერ ჩიფსი" საკუთარ მოედანზე "უოსპსს" დაუხვდა და 43:13 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან დუბლი გაიფორმა შოტლანდიის ნაკრების ვარსკვლავმა სტიუარტ ჰოგმა, რომელმაც მოწინააღმდეგე 49-ე და 77-ე წუთებზე დაალელოვა. განსაკუთრებული ყურადღება კი ჰოგის მეორე ლელომ მიიპყრო. მან საკუთარი 22-დან ფეხით ძლიერად დაარტყა, რომელიც მოწინააღმდეგის 22-ში შევიდა, ამ ბურთს სტიუარტმა თავადვე სდია, ყველა ოპონენტს გაასწრო, შემდეგ კი ფეხი მიარტყა და ლელოში დამიწება მოახერხა. ჰოგის ეს საოცარი ლელო უმალ გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ფანების აღფრთოვანება გამოიწვია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"