ვახო აბდალაძე წლინახევრიანი პაუზის შემდეგ, მოედანს ლელოთი დაუბრუნდა (VIDEO)

ვახო აბდალაძე წლინახევრიანი პაუზის შემდეგ, მოედანს ლელოთი დაუბრუნდა (VIDEO)

10 აპრილს "კონახტის" და "ლენსტერის" მეორე გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი შედგა, რომელშიც "კონახტმა" 38:27 იმარჯვა.

ამ მატჩში წლინახევრიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა "ლენსტერის" ბურჯი ვახო აბდალაძე. 25 წლის პირველხაზელმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ხანგრძლივი უქმობის შემდეგ დაბრუნება გატანილი ლელოთი აღნიშნა.

აბდალაძემ ბოლოს 2019 წლის 26 ოქტომბერს ჰქონდა ნათამაშები, შემდგომ მან ტრავმა მიიღო, 2020 წლის მარტის დასაწყისში კი პანდემიის გამო პრო 14 შეწყდა, რომელიც მხოლოდ აგვისტოს ბოლოს განახლდა, რა დროსაც აბდალაძეს ზურგის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და ოპერაციის გაკეთება მოუწია, რის გამოც თამაშს ამ დრომდე ვერ ახერხებდა.

აბდალაძეს "ლენსტერის" ძირითადი გუნდის რიგებში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 ლელოს გატანა მოახერხა. მას ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია და 2016 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 2 მატჩი გამართა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

ანგულემი პრო დ2-დან გავარდა, ორიაკმა დრამატულად იმარჯვა და დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა
იტალიის ნაცვლად, კუნძულელები? - ოლ ბლექსის მოწინააღმდეგე, შესაძლოა, შეიცვალოს
უორენ გეთლენდი: "ეს ჩემი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო"
დიდი 10 | დისციპლინისა და ხარისხის ამაღლების მიზნით რეგულაციები გამკაცრდება