სუპერ რაგბი აოტეაროა: ჩიფსმა ჰაილენდერსი დამატებით დროში დაამარცხა (VIDEO)

სუპერ რაგბი აოტეაროა: ჩიფსმა ჰაილენდერსი დამატებით დროში დაამარცხა (VIDEO)

სუპერ რაგბის მეშვიდე რაუნდში "ჰაილენდერსი" საკუთარ მოედანზე "ჩიფსს" დაუხვდა და დამატებით დროში გაშვებული ჯარიმით 23:26 დამარცხდა.

მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე "ჩიფსი" 10-ქულით იყო წინ, თუმცა "ჰაილენდერსმა" წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ, დამიან მაკქენზის ჯერ არეკნით, შემდეგ კი ჯარიმით ცდილობდა თავისი გუნდისთვის გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ მიზანმა ორივე შემთხვევაში უმტყუნა, დამატებით დროში კი უკვე ჯოშ იოანი ცდილობდა არეკნით "ჰაილენდერსისთვის" 4 ქულის მოპოვებას, თუმცა მანაც ააცილა. საბოლოო ჯამში, გამარჯვების მომტანი დარტყმა მაინც მაკქენზიმ შეასრულა, რომელმაც 86-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და თამაშიც დასრულდა, რადგან სუპერ რაგბი აოტეაროაში დამატებით დროში ოქროს ქულის წესი მოქმედებს და პირველი ქულის მოპოვებისთანავე, მატჩი სრულდება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"