ლენსტერმა ბრწყინვალე ქამბექი შეასრულა და ჩემპიონთა თასს მოქმედი გამარჯვებული გამოთიშა (VIDEO)

ლენსტერმა ბრწყინვალე ქამბექი შეასრულა და ჩემპიონთა თასს მოქმედი გამარჯვებული გამოთიშა (VIDEO)

ჩემპიონთა თასის გამორჩეული მეოთხედფინალური დაპირისპირება "სანდი პარკზე" გაიმართა, სადაც მოქმედი ჩემპიონი "ექსეტერ ჩიფსი" "ლენსტერს" დაუხვდა და შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

ინგლისელთათვის მატჩის დასაწყისი ბრწყინვალე გამოდგა: საწყის შვიდ წუთში ფრთა ტომ ო'ფლაჰერტიმ ორი ბრწყინვალე ლელოს გატანა მოახერხა, რომლებიც ჯო საიმონდსმა გარდასახა. კოშმარული დასაწყისის შემდეგ, "ლენსტერი" მალევე მოვიდა გონს. მე-18 წუთზე ჰუგო ქინანის ბრწყინვალე ოფლოუდი ჯეიმს ლოუმ შეირგო და თავის გუნდს პირველი ლელო მოუტანა, ხოლო ათ წუთში ჯორდან ლარმურმა დადო ლელო. ორივე გარდასახვა როს ბირნიმ ზუსტად შეასრულა, ტაიმის ბოლოს კი ორი ჯარიმა გაიტანა და პირველი ნახევარი 14:20 დასრულდა.

"ექსეტერმა" მეორე ნახევარიც მშვენივრად დაიწყო: 43-ე წუთზე დეივ ევერსმა მოლიდან შეიტანა ლელოში ბურთი და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო ჯო საიმონდსმა ხუთ წუთში ჯარიმა გაიტანა და მასპინძლები ორი ქულით გავიდნენ წინ.

დასკვნითი 30 წუთი მთლიანად "ლენსტერის" გამოდგა: ირლანდიელებმა სამი ჯარიმა გაიტანეს, ჯორდან ლარმურმა კი დუბლი გაიფორმა და საბოლოო ჯამში მატჩი 22:34 დასრულდა.

ამრიგად, "ლენსტერმა" მოქმედი ჩემპიონი გამოთიშა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც "კლერმონი" - "ტულუზის" გამარჯვებულს შეხვდება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"