აჟენის მორაგბის ზღვარგადასული უხეშობა, რისთვისაც 10-კვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა (VIDEO)

აჟენის მორაგბის ზღვარგადასული უხეშობა, რისთვისაც 10-კვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა (VIDEO)

ჩელენჯ თასის მერვედფინალურ მატჩში იტალიურმა "ბენეტონმა" შინ ტოპ 14-ის აუტსაიდერი "აჟენი" 29:16 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

შეხვედრის 61-ე წუთზე "აჟენის" სამოელი ფრთა ჯეიმი-ჯერი ტაულაგი მოწინააღმდეგეს სახეში მხრით დაეჯახა, რისთვისაც შეხვედრის მთავარი მსაჯის კრისტოფ რიდლისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. მოგვიანებით, 28 წლის ფრთის ქმედება დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა, რომლის გადაწყვეტილებით, სამოელი მორაგბე 10-კვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. კომიტეტის მოსაზრებით, ტაულაგის უხეშობა "მსოფლიო რაგბის" რეგულაციების მიხედვით 14-კვირიან სასჯელს იმსახურებდა, თუმცა მათ გაითვალისწინეს მოთამაშის აღიარება და სინანული, რისთვისაც დისკვალიფიკაცია 4 კვირით შეამცირეს.

ტაულაგიმ მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

აშშ-ის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო ლელო (VIDEO)
ქართველების ანგულემმა კოლომიე ბონუსით დაამარცხა და პრო დ2-ში დარჩენის მიზერული შანსი დაიტოვა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გიორგი ცუცქირიძე ორიაკის ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება
ლეგენდა შინ ბრუნდება - დავით ზირაქაშვილი ჯონო გიბსის სამწვრთნელო შტაბში იქნება