მილტონ ჰეიგის გუნდს მორიგი გამარჯვება ბოდენ ბარეტმა ბოლო წუთებზე მოუტანა (+VIDEO)

მილტონ ჰეიგის გუნდს მორიგი გამარჯვება ბოდენ ბარეტმა ბოლო წუთებზე მოუტანა (+VIDEO)

© KOKI NAGAHAMA/GETTY IMAGES

იაპონიის ჩემპიონატის მეექვსე ტურის ცენტრალურ მატჩში "სანტორი სანგოლიასი" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ "კუბოტა სპეარსს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 33:26 სძლია.

მილტონ ჰეიგის გუნდმა პირველი ნახევარი 23:6 იმარჯვა, მაგრამ მეორე ნახევარში სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს, სამი ლელოს გატანა მოახერხეს და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. საბოლოო ჯამში, "სანტორი სანგოლიასს" ახალი ზელანდიის ნაკრების ვარსკვლავმა ბოდენ ბარეტმა მოაგებინა, რომელმაც 78-ე წუთზე გამარჯვების მომტანი ლელო დადო და თავადვე გარდასახა. 

"სანტორი სანგოლიასი" ტოპ ლიგის "წითელ ჯგუფს" 29 ქულით ლიდერობს. ეს იყო პირველი მატჩი, რომელშიც მილტონ ჰეიგის გუნდმა ბონუსით ვერ იმარჯვა. "სანტორის" უახლოეს მდევრებს "კუბოტა სპეარსს" და "ტოიოტა ვერბლიცს" 24 ქულა აქვთ. 

აღსანიშნავია, რომ ჰეიგის შეგირდებმა ექვს მატჩში 46 ლელოს და 326 ქულის გატანა მოახერხეს, ხოლო 98 გაუშვეს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

აშშ-ის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო ლელო (VIDEO)
ქართველების ანგულემმა კოლომიე ბონუსით დაამარცხა და პრო დ2-ში დარჩენის მიზერული შანსი დაიტოვა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გიორგი ცუცქირიძე ორიაკის ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება
ლეგენდა შინ ბრუნდება - დავით ზირაქაშვილი ჯონო გიბსის სამწვრთნელო შტაბში იქნება