ლუკა ნიორაძის ლელო პრო დ2-ის ლიდერის წინააღმდეგ (VIDEO)

ლუკა ნიორაძის ლელო პრო დ2-ის ლიდერის წინააღმდეგ (VIDEO)

პრო დ2-ის 25-ე ტურის გახსნით მატჩში "ორიაკი" საკუთარ მოედანზე პრო დ2-ის ლიდერ "პერპინიანს" დაუხვდა და ფრედ 27:27 ეთამაშა.

მასპინძელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ კვაჭი ლუკა ნიორაძე და მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, რომლებიც 67-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა გიორგი 77-ე წუთზე მინდორს დაუბრუნდა. კატალონიელთა სასტარტო თხუთმეტეულში კი მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დავით ქუბრიაშვილი გახლდათ, რომელიც 34-ე წუთზე ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა.

შეხვედრის მე-11 წუთზე ლელოს გატანა ნიორაძემ მოახერხა, რომელმაც მოწინააღმდეგე მოლიდან დაალელოვა. მან მიმდინარე პრო დ2-ში მე-15 შეხვედრა ჩაატარა და მესამე ლელო მიითვალა.

"პერპინიანი" 90 ქულით პრო დ2-ის ლიდერია, ხოლო "ორიაკი" 44 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

აშშ-ის ჩემპიონატის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო ლელო (VIDEO)
ქართველების ანგულემმა კოლომიე ბონუსით დაამარცხა და პრო დ2-ში დარჩენის მიზერული შანსი დაიტოვა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გიორგი ცუცქირიძე ორიაკის ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება
ლეგენდა შინ ბრუნდება - დავით ზირაქაშვილი ჯონო გიბსის სამწვრთნელო შტაბში იქნება