პატარძეულის ვეფხვებმა გამარჯვების გემო გაიხსენა, ჯიქმა კვლავ 100 ქულაზე მეტი გაუშვა (+VIDEO)

პატარძეულის ვეფხვებმა გამარჯვების გემო გაიხსენა, ჯიქმა კვლავ 100 ქულაზე მეტი გაუშვა (+VIDEO)

© სოფიო ბილანიშვილი

დიდი 10-ის მეორე ეტაპის ქვედა ექვსეული მეორე ტურში პატარძეულის "ვეფხვები" რუსთავში გორის "ჯიქს" დაუხვდა და მეტოქე ასტრონომიული სხვაობით 130:0 დაამარცხა.

პატარძეულელებმა მეტოქეს 20 უპასუხო ლელო გაუტანეს. სამ-სამი ლელო დადეს ლევან ჭავჭავაძემ და ანრი გორდაშვილმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. ორ-ორი ლელო მიითვალეს ლადო ბრეგვაძემ, ლადო ზუკაკიშვილმა, ნიკა დიღმელაშვილმა და დებიუტანტმა საბა ცხვარიაშვილმა.

"ვეფხვებმა" 10-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. მათ ბოლოს მოგებული 2020 წლის 8 ოქტომბერს ჰქონდათ, როდესაც "ა" ჯგუფის პირველ ტურში "ლელო სარასენსი" 20:15 დაამარცხეს. 

"ჯიქზე" და მის პრობლემებზე კი არაერთხელ დაგვიწერია. ფინანსური კრიზისის გამო გუნდი ფაქტობრივად დაშლილია და იმ შემადგენლობიდან, რომლითაც სეზონი დაიწყო, თითქმის აღარავინ შერჩა. ისინი ძვლივს ახერხებენ 15 მოთამაშის შეგროვებას, რომელთა შორისაც არიან 43 წლის ვეტერანი "ბორჯღალოსანი" კახა უჩავა და სხვა შემთხვევაში, უმეტესად ჭაბუკთა ლიგის მოთამაშეები. წინა მატჩებში გორელებს სათადარიგო მოთამაშეებიც კი არ ჰყავდათ, ამჯერად მათ მარქაფაში 5 მოთამაშე ჰყავდათ, თუმცა ამ მორაგბეების შეგროვებაც ბოლოს მოხერხდა. ამრიგად, "ჯიქმა" ზედიზედ მეხუთე გამანადგურებელი მარცხი განიცადა და ამ მატჩებში გაუშვა 544 ქულა, თავად კი 11 გაიტანა...

"ვეფხვები" ქვედა ექვსეულში 9 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო "ჯიქი" ექვსი ქულით ბოლო საფეხურს იკავებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"