კრუსეიდერსის მოულოდნელი მარცხი სუპერ რაგბი აოტეაროაში (VIDEO)

კრუსეიდერსის მოულოდნელი მარცხი სუპერ რაგბი აოტეაროაში (VIDEO)

სუპერ რაგბი აოტეაროას მეექვსე რაუნდის მატჩში "კრუსეიდერსი" კრაისტჩერჩში "ჰაილენდერსს" დაუხვდა და მოულოდნელად, უშანსო მარცხი განიცადა.

სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ტაიმს 16-ქულიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა "ჯვაროსნებმა" გაწითლებულ დროში ლელო მაინც დადეს და ტაიმი 7:16 დასრულდეს. მოლოდინი იყო, რომ სკოტ რობერტსონის შეგირდები ტრადიციულად მეორე ტაიმისთვის მოუმატებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა: "ჰაილენდერსმა" უპირატესობა გაზარდა, რაც კოლინსის და გარდენ-ბოშოპის ლელოებში აისახა, რომლებიც ჰანტმა გარდასახა და ჯარიმაც გაიტანა, მასპინძელთაგან კი ერთი ლელოს დადება დევიდ ჰავილიმ მოახერხა - 12:33.

ამრიგად, "კრუსეიდერსმა" მიმდინარე სუპერ რაგბი აოტეაროაში პირველი მარცხი განიცადა, თუმცა 18 ქულით მაინც პირველ ადგილზეა და "ბლუზსს" 8 ქულით უსწრებს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ჰაილენდერსი" კი 9 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ "კრუსეიდერსი" 2020 წლის სუპერ რაგბი აოტეაროას და 2017, 2018 და 2019 წლების სუპერ რაგბის გამარჯვებულია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"