გიორგი მელიქიძის შესანიშნავი თამაში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ (VIDEO)

გიორგი მელიქიძის შესანიშნავი თამაში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ (VIDEO)

© Levan Verdzeuli

საქართველოს ნაკრებმა 28 მარტს "მიხეილ მესხზე" რუმინეთი დაამარცხა 28:17 და 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო "ბორჯღალოსნების" მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე იყო, რომელმაც 58 წუთის განმავლობაში ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზა. "სტად ფრანსეს" მორაგბე შესანიშნავი იყო სტატიკაში და შერკინებაში რამდენჯერმე დააჯარიმა ალეკსანდრუ სავინი, რომელიც მე-7 წუთზე გაასინბინეს, შემდეგ კი ქართველების შერკინებამ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. გარდა ამისა, მელიქიძე ძალიან კარგი იყო ღია თამაშში, რამდენჯერმე შესანიშნავად წაიღო ბურთი და საკმაო მანძილი მოიგო, ასევე მშვენივრად შეასრულა შავი სამუშაო, დროული იყო რაქებში გადაყრაზე და დაცვაშიც საიმედო გახლდათ. 

გიორგის საქართველოს ნაკრების კვართით 27-ჯერ უთამაშია და 3 ლელოს გატანა მოახერხა. მან 2019 წლის მსოფლიო თასზე 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე ფიჯისთან მატჩში ითამაშა და ლელო მიითვალა. 

იხილეთ მელიქიძის მომენტები რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"