შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ.
ტოპ 14-ის მეჩვიდმეტე ტურში "ბრივმა" შინ "ბორდო" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 25:23 სძლია.
ბრიველებმა ტაიმი 19:10 მოიგეს. თამაში ბოლო წუთებზე დაიძაბა, როდესაც 73-ე წუთზე ნათანიელ ულუმ ლელო დადო, რომელიც მაქსიმ ლუკუმ გარდასახა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმეს.
"ბრივიდან" ლელო იტალიელმა მარჯვენა ბურჯმა პიეტრო ჩეკარელიმ დადო, რომელიც ენცო ერვემ გარდასახა. ამ უკანასკნელმა კიდევ ექვსი ჯარიმის გატანა მოახერხა. სტუმართაგან კიდევ ერთი ლელო სკოტ ჰიგინბოთამმა დადო, ეს გარდასახვა და კიდევ სამი ჯარიმა ლუკუმ გაიტანა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც 25-ე წუთზე ჟან ბატისტ დუბიეს წინააღმდეგ უხეში ბოჭვა შეასრულა და ყვითელი ბარათით დაისაჯა. ლობჟანიძე მინდორზე 10 წუთის შემდეგ დაბრუნდა და 66-ე წუთამდე ითამაშა. თადარიგში კი სამი ქართველი გახლდათ: კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი მინდორზე 55-ე წუთზე გამოჩნდნენ, ხოლო 72-ე წუთზე მოედანზე მგეზავი თედო აბჟანდაძე შევიდა. "ბორდოს" მხარეს 57-ე წუთზე გამოჩნდა მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი.
"ბრივს" 18 მატჩის შემდეგ 9 მოგება და 9 მარცხი აქვს. კლუბი 39 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფებოდა და საპლეიოფო ზონას რვა ქულით ჩამორჩება, ხოლო გასავარდნ საპლეიაუტო ზონას 13 ქულით უსწრებს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ.
საქართველოს ნაკრები 6 მარტს პორტუგალიას ეთამაშება.
„რაგბის კლუბ წიქარას“ პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის განცხადება
უკანასკნელი რამდენიმე დღის ქართული სიახლე საფრანგეთიდან.