შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ.
© ზურა მაჩიტიძე
დიდი 10-ის "ა" ჯგუფის მეცხრე ტურში "ხარები" რუსთავში პატარძეულის "ვეფხვებს" დაუხვდა და დიდი ანგარიშით 47:10 დაამარცხა.
რუსთაველებმა მოწინააღმდეგე შვიდჯერ დაალელოვეს, რომელთაგან ხუთი გარდასახვა გიორგი პეტრიაშვილმა, ერთი კი გიორგი ელოშვილმა შეასრულა ზუსტად. დუბლი გაიფორმა ზურაბ ქავთარაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ასევე დუბლი შეასრულა გიორგი ელოშვილმა, ხოლო თითო ლელო ლევან ნარიმაძემ, ერეკლე მაჭარაშვილმა და სანდრო ილურიძემ დადეს. პატარძეულელთაგან პრესტიჟის ლელო ნიკა დიღმელაშვილმა მიითვალა.
ამრიგად, "ხარებმა" 27 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში გასასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა. რუსთაველებმა მეოთხე ადგილზე მყოფ "ლოკომოტივს" 9 ქულით გადაუსწრეს, თუმცა მათ ორი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული. გათამაშების პირველი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა და პლეი-ოფში გასვლის შანსი ოთხ გუნდს აქვს. "აკადემიამ" შემდეგი ეტაპის საგზური თითქმის გაინაღდა, ხოლო "ხარებს", "იუნკერებს" და "ლოკომოტივს" თითქმის თანაბარი შანსები აქვთ.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ.
საქართველოს ნაკრები 6 მარტს პორტუგალიას ეთამაშება.
„რაგბის კლუბ წიქარას“ პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის განცხადება
უკანასკნელი რამდენიმე დღის ქართული სიახლე საფრანგეთიდან.