შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ.
ტოპ 14-ის მეთექვსმეტე ტურში "რასინგ 92" "პარიზ ლა დეფენს არენაზე" "ლიონს" დაუხვდა და უხვქულიან მატჩში 34:26 აჯობა.
პარიზელებს იოლად არ მოუგიათ. ტაიმი 24:15 დასრულდა, ხოლო 75-ე წუთამდე მხოლოდ ერთი ქულით იყვნენ წინ, შემდეგ კი ფრანსუა ტრენ-დუკმა დადო ლელო, რომელიც ტედი ირიბარენმა გარდასახა და მასპინძლებს გამარჯვება გაუნაღდა. აღსანიშნავია, რომ "ლიონის" რიგებიდან სამი ლელოს გატანა მოახერხა გაფრანგებულმა ფიჯელმა ფრთამ ნოა ნაკაიტასიმ, თუმცა მისმა ჰეთ-თრიკმა ლიონელებს ვერ უშველა.
"რასინგ 92"-ის რიგებში თადარიგში იყო მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც მინდორზე 50-ე წუთზე გამოჩნდა. მარჯვენა ბურჯ გია ხარაიშვილს ამჯერად არ უთამაშია.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ.
საქართველოს ნაკრები 6 მარტს პორტუგალიას ეთამაშება.
„რაგბის კლუბ წიქარას“ პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის განცხადება
უკანასკნელი რამდენიმე დღის ქართული სიახლე საფრანგეთიდან.